მინი-ჩეთი

Äëÿ äîáàâëåíèÿ ñîîáùåíèÿ àâòîðèçóéòåñü.
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 84
სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 5 » ჩანახატები
4:57 PM
ჩანახატები
წვიმამ გადაიღო და მეც გარეთ გავედი. ტყაპატყუპით დავდიოდი წვიმის მიერ დატოვებულ გუბეებზე. თან ჩემ საყვარელ მუსიკას ვუსმენდი. მუსიკაში გართულს სულ დამავიწყდა რომ ქუჩაში ვიყავი და გადასასვლელზე ისე გადავედი თითქოს არაფერი. მანქანამ ცხვირ წინ ჩამიქროლა და წყალი შემომასხა. მთლიადან გავიწუწე. ავბუზღუნდი. სრულიად გაწუწული და დასვრილი წავედი მოპირდაპირე ქუჩაზე. წვიმა დაიწყო. მიწას დამახასიათებელი,ყველაზე მაგარი სუნი ადინდა. ღრმად შევისუნთქე და ფილტვების გავლით გულში გაიჭრა. გაიჭრა და იქ დარჩა. მის მერე არ წასულა . ისევ იქ არის. თავს წვიმის მოსვლის დროს მახსენებს. იმ დღეს რომ მიწას სურნელი ქონდა, არ ვიცი რატომ მაგრამ მეტჯერ აღარ ჰქონია. რამდენ გავსულვარ და ჩამისუნთქავს მიწის სურნელი,მაგრამ ისეთი აღარ ყოფილა. ისევ დავუბრუნდეთ თავდაპირველ თემას. ჩიხში შევედი და დიდ გუბეს მივადექი. გუბეში ვიღაცას ქაღალდის ნავი გაუშვია. გამეცინა. ჩანთიდან ამოვიღე ტყუპი ფურცელი და მეც გავუშვი . გზა გავაგრძელე, მასწავლებელთან არ მეჩქარებოდა ამიტომ ნელი ნაბიჯით გავუყევი გზას, კიდევ ერთი გუბე და კიდევ ერთი ქაღალდის ნავი. და ესე ბევრჯერ . ბოლოს შევამჩნიე რომ რაღაც წარწერა ქონდა, დავიხარე რომ ამეღო ის . " ღმერთის საჩუქარია წვიმა, გაუფრთხილდით " , ესე დაახლოებით 15 ცალი მაინც იყო გუბეებში,ბევრი მანქანიდან გასრეილი, ზოგან ადამიანის ფეხით გათელილი. ვერ მივხვდი რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. მთელი დღე ვფიქრობდი,ვინ აკეთებდა ამას ან რა მიზნით. ნახევარზე მეტი ხომ ამას არც წაიკითხავდა და არც აიგებდა. მე ყველა გუბესთან ვიხრებოდი და ვიგებდი. ყველგან სხვადასხვა ტექსტი ეწერა " ნუ იბრძვი " , "ნუ თელავ " "შეიგრძენი " და ა.შ. დამეხმარეთ,იქნებ თქვენ იცით რას ნიშნავდა, იქნებ თქვენც გაქვთ ერთი ცალი მაინც, იქნებ თქვენც აიღეთ. მიპასუხეთ რას ნიშნავდა ეს. მეორე დღეს ეს ფურცლები,რაც დარჩა და არ მიღია გაქრა, ჩემი კი დღემდე შენახულია ...
კატეგორია: მოთხრობა | ნანახია: 881 | დაამატა: maklikli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
?????? *:
Email:
???? *:
ძებნა
გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 84
Block title
Block content
Ôîðìà âõîäà
Ìèíè-÷àò

Äëÿ äîáàâëåíèÿ ñîîáùåíèÿ àâòîðèçóéòåñü.