მინი-ჩეთი

Äëÿ äîáàâëåíèÿ ñîîáùåíèÿ àâòîðèçóéòåñü.
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 84
სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2013 » ივნისი » 2 » კახი კავსაძე (ბიოგრაფიაა)
10:31 AM
კახი კავსაძე (ბიოგრაფიაა)

დაიბადა თბილისში. მისი დაბადების შემდეგ მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ ტყიბულში. მამამისი, ლოტბარი დავით კავსაძე 1941 წელს მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. ის წითელი არმიის 224-ე მსროლელთა ბრიგადაში მსახურობდა, როდესაც ტყვედ ჩავარდა. ქართველ ტყვეთა ბანაკში დაინიშნა ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელად. ომის შემდეგ, 1946 წლის 10 იანვარს საბჭოთა ხელისუფლებამ დავით კავსაძე დააპატიმრა და წაუყენა ბრალდება — სამშობლოს ღალატი ჩადენილი სამხედრო პირის მიერ. გადაასახლეს სვერდლოვსკის ოლქში, სადაც ის გარდაიცვალა.[1]

კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან, არის საქართველოს სახალხო არტისტი (1981), ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი (1989).[2]

აღსანიშნავი როლებია: ადამი („ღვთაებრივი კომედია”), თავადი კოწია („გუშინდელნი”), დევდარიანი („საბრალდებო დასკვნა”), ილიკო („მე, ბებია, ილიკო და ილარიონო”), სიმონ ჩაჩავა („კავკასიური ცარცის წრე”), ლორდ ჰასტინგსი („რიჩარდ III”), კენტი („მეფე ლირი”), რასპუტინი („კვაჭი კვაჭანტირაძე”), ბატონი დევი („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი”);

ფილმოგრაფია

  • ეთერის სიმღერა (1957) მურმანი
  • ცნობილია პირადად (1957) ყარაჩოღელი
  • მამლუქი (1958) რეზო
  • საუკუნის ხნის (რუს) ლადო
  • ეშმაკის ბორბალი (რუს) (1961) ქართველი
  • ჯილდო (1965) მიხო
  • მაცი ხვიტია (1966) ჯამლეტი-ბატონიშვილი
  • Годен к нестроевой (1968) ვახტანგ სხირტლაძე
  • ფერიცვალება (1968)
  • უდაბნოს თეთრი მზე (რუს) (1969) აბდულა შავი
  • გოგონა და ჯარისკაცი (1970) ლექტორი
  • სამკაული სატრფოსთვის (1971) ზაური
  • ნერგები (1972) დავითი
  • ლაზარეს თავგადასავალი (1973) დიაკვანი
  • წკიპურტები (1973) თანამშრომელი
  • მოვდივართ და მოვიმღერით (1973) ყაჩაღი
  • მთვარის მოტაცება (1973)
  • მზე შემოდგომისა (1973) სამსონი
  • ვერის უბნის მელოდიები (1973) ინოჩენცი
  • ნიძლავი (1974) კახი
  • ბორანი (1975)
  • ივანიკა და სიმონიკა (1975) დიაკვანი
  • ნიძლავი (1975)
  • შაბათ საღამოს (1975)
  • თერმომეტრი (1975)
  • სამი მანეთი (1975)
  • ერთი ნახვით შეყვარება (1975) სელიმი, მურადის ბიძა
  • კიბე (1975)
  • ღვინის ქურდები (1975) ელიბო
  • მოხეტიალე რაინდები (1975) ყვავილების გამყიდველი
  • აურზაური სალხინეთში (1975) საშიკო
  • დილის ნისლივით (1976) გურამ ბეგიაშვილი
  • ნატვრის ხე (1976) იორამი
  • ქალაქი ანარა (1976)
  • სამი სასიძო (1977) კახი
  • მწვერვალის დამპყრობნი (1977) კახი
  • ესკულაპეს მოწაფე (1977)
  • შესვენება (1978)
  • ყვარყვარე (1978) ტიტე ნატუტარი
  • დიუმა კავკასიაში (რუს) (1979)
  • მეცამეტე გოჭი (1979)
  • მშობლიური ჩემო მიწავ! (1980) რაიკომის მდივანი
  • წარმატება (1980) იღბალი
  • თბილისი, პარიზი, თბილისი (1980) მანუჩარი
  • სიყვარული ყველას უნდა (1980) კოლა
  • ცხელი ზაფხულის სამი დღე (1981) სულხანი
  • მიიღეთ გამოწვევა სენიორებო! (1982) რიპაფრატა-კავალერი
  • დიმიტრი II (1982) კათალიკოსი
  • წიგნი ფიცისა (1983)
  • ბანდიტები აგურის ქარხნიდან (1983) ქარხნის დირექტორი
  • გმადლობთ რატილი (1983)
  • ქართველები ცაში (1984) მგზავრი
  • უკვდავების თეთრი ვარდი (1984)
  • სანამ წვიმა გადაივლიდეს (1984)
  • ბატონი ავანტიურისტები (1985) ბუჭა ღვინერია
  • მონანიება (1986) მიხეილ კორეშელი
  • დანაშაული მოხდა (1988) ანდრო
  • ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი (1988) დონ კიხოტი
  • ბესამე (1989) მაესტრო
  • მარტოხელა მონადირე (1989) ვახტანგი
  • სიბრძნე სიცრუისა (1991) ძროხისკუდიანი გლეხი
  • მე, პელეს ნათლია (1991) ლადო
  • გაქცევა ქვეყნის კიდემდე (რუს) (1991) მოსიარულე ცირკის მეპატრონე
  • მეფე ივანე მრისხანე (1991) ივანე მრისხანე
  • ოქროს ობობა (1992) ჩეჩე
  • ჯამბაზის შურისძიება (1993)
  • შაილოკი (1993) შაილოკი
  • იავნანა (1994) ქეთოს ბაბუა
  • შიში (1995) სკოლის დირექტორი
  • ორფეოსის სიკვდილი (1996) ელიზბარი
  • შეყვარებული კულინარის 1001 რეცეფტი (1996) პრეზიდენტი
  • სამოთხის გვრიტები (1997) ბრიგადირი
  • მიჯაჭვული რაინდები (1999) დონ კიხოტი
  • ნუცას სკოლა (2000) მღვდელი
  • კიდობანი (რუს) (2001)
  • მემკვიდრეები (რუს) (2001) გამომცემელი დაბით ხოტივარი
  • გრაფი კრესტოვსკი (რუს) (2004) ტიმო შარია
  • მემკვიდრეები 2 (რუს) (2005) გამომცემელი დაბით ხოტივარი
  • მიდიოდა მატარებელი (2005) ლენსტანბერი
  • ოქროს კერპი (რუს) გიგიენიშვილი
  • თბილისური Love Story (2009) ნიკა
  • ნეტავი იქ თეატრი არის?! (2011) დოკუმენტური
  • ღვინის აკვანი (2011) დოკუმენტური

კატეგორია: ბიოგრაფია | ნანახია: 1243 | დაამატა: maklikli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
?????? *:
Email:
???? *:
ძებნა
გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 84
Block title
Block content
Ôîðìà âõîäà
Ìèíè-÷àò

Äëÿ äîáàâëåíèÿ ñîîáùåíèÿ àâòîðèçóéòåñü.