მინი-ჩეთი

Äëÿ äîáàâëåíèÿ ñîîáùåíèÿ àâòîðèçóéòåñü.
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 84
სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2013 » ივნისი » 1 » ნიღბების თამაში #2 -არჩევნები
7:23 PM
ნიღბების თამაში #2 -არჩევნები

სანიღბეთში ჩემი  პირველი სტუმრობის შემდეგ დიდმა დრომ განვლო.ამ დროის განმავლობაში მე ჩემს მყუდრო სამყაროში ვიჯექი და ისევ ყრუდ მესმოდა თვალთმაქცი  მუსიკის ხმა შორიდან.

ვიჯექი და ვფიქრობდი  როგორ დამემსხვრია ამაზრზენი ნიღბის კერპი.

კოშმარებში მესიზმრებოდა უამრავი მომღიმარი ნიღაბი,რომელიც საკუთარ თავს მთავაზობდა,მერე ჩემს წინ უზარმაზარი სარკე ჩნდებოდა ,სადაც  ჩემს თავს ვხედავდი,ოღონდ უსახოს…ახლოვდებოდა სანიღბეთში  მორიგი სტუმრობის დრო.მეც არ დავაყოვნე და ცხოვრების ბალ-მასკარადის ჰანგებით მივიკვლევდი გზას ნიღბების თამაშში ჩასაბმელად.

ბევრი რამ შეცვლილა-როიალზე უკვე სხვა მელოდიას უკრავდა შთაგონებული სახე ,თუმცა ნოტები ისეთივე თვალთმაქცი იყო,როგორიც უწინ.

რაღაც მასშტაბურ სამზადისში იყო ყველა ჩაბმული.გარშემო ჯამბაზები ჟანგლიორობდნენ ადამიანთა გრძნობებით ,კედლებზე კი უზარმაზარი მომღიმარი ნიღბის პლაკატები იყო გაკრული,რომლებიც ახალთ-ახალი ტყუილი დაპირებების შესახებ გვამცნობდა.

როგორც ჩანს,ეს ორომტრიალი მომავალ ნიღბების არჩევნებს გამოუწვევია.

 

მმართველ კერპს ახალი მიზანი დაუსახავს -მეორე სანიღბეთის დაარსება საბაყაყეთის ტერიტორიაზე.

ვუყურებ და მეცინება-ეს ხალხი ჭაობში მიექანება,ამ სიტყვის ყველაზე  პირდაპირი გაგებით.

საოცარია,არჩევნების შემდეგ ეს მხიარული კლოუნ-კანდიდატები რა ბოროტები ხდებიან(საშინელი კლოუნსტროფობია მჭირს).

ყველაზე უცნაური კი ის იყო,რომ ამომრჩეველთა ნაცვლად რაღაც სასწაულ ძალას უკვე მიეცა ხმა სწორედ იმ მარადჟამ მომღიმარი ნიღბისთვის.

გაოცებულმა და გაბრაზებულმა ნიღბის პლაკატი დავანაკუწე.ამ დროს ჩემს წინ მკაცრი სახე აღიმართა ,რომელმაც მაცნობა,რომ სანიღბეთის 98-ე მუხლის თანახმად  ბრალად მედებოდა თავის არ მოტყუება.

ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ,კინწისკვრით გამომაგდეს მასკარადიდან (თანაც არ დაგავიწყდეთ რომ ნიღბის გარეშე ვიყავი).ბოლო მომენტში ნიღბებს შორის სახიანი ადამიანი შევნიშნე…ყოველშემთხვევაში თავს ვირწმუნებ ,რომ ასე იყო.

ასე შეურაცხყოფილი და განრისხებული დავბრუნდი ჩემს სამყაროში და ორმაგად დიდი შემართებით განვაგრძე  დიდი ნიღბის  დამამსხვრეველი გეგმის შემუშავება.თვალწინ კი ის სახიანი არსება მედგა,რომელიც არ ვიცოდი რეალური იყო თუ წარმოსახვის ნაყოფი.

ახლა კი ჩემს სამყაროში ვზივარ და თავში ერთი სიტყვა მიტრიალებს- "რევოლუცია” .

კატეგორია: მოთხრობა | ნანახია: 810 | დაამატა: maklikli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
?????? *:
Email:
???? *:
ძებნა
გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 84
Block title
Block content
Ôîðìà âõîäà
Ìèíè-÷àò

Äëÿ äîáàâëåíèÿ ñîîáùåíèÿ àâòîðèçóéòåñü.