მინი-ჩეთი

Äëÿ äîáàâëåíèÿ ñîîáùåíèÿ àâòîðèçóéòåñü.
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 84
სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2013 » ივნისი » 1 » ნოსტალგია
6:27 PM
ნოსტალგია

საოცარი შეგრძნებაა გარეთ რომ წვიმს,შენ კი სახლში ხარ თბილად ჩაის ჭიქით ხელში და ფანჯრიდან იყურები.ამ დროს წვიმა განსაკუთრებულია,თითქოს ზებუნებრივი ძალით შემოაქვს შენში მელანქოლია და იქ ისადგურებს.მეც ვნებდები მის ძალას და სევდა მიპყრობს,წყეული სევდა ჩემში რომაა ჩასახლებული და არ მასვენებს.

როგორ დავიღალე…როგორ დავიღალე ფანჯრიდან ყურებით.მგონია რომ აი ახლა,ზუსტად ახლა გამოჩნდები ფურცლით ხელში,დაწერ წერილს და ფოთლებში დამალავ ,მერე მე ჩამოვირბენ ეზოში მის სანახავად გულაჩქარებული და მეცხრე ცამდე შეყვარებული .მაგრამ…იმ ფოთლებს წვიმა ასველებს ,იქ კი არც შენ ხარ და არც წერილი.

სიყვარულიდან ისე უცბად აღმოვჩნდი სიცარიელეში,რომ გონზე როცა მოვედი არც ერთი ემოცია აღარ მქონდა,არც გრძნობები,არც განცდები.მეცხრე ციდან პირდაპირ ჰადესში ამოვყავი თავი და ვეღარც გამოვაღწიე,პირიქით-უფრო ღმად ვიხლართები ლაბირინთებში,ასე გრძელდება დღემდე.

ასე გამოფიტულმა და ცარიელმა გავაგრძელე არსებობა.ნელ-ნელა ვეგუებოდი უშენობას…იცი ყველაზე საშინელი შეგრძნება რა იყო?დილით მობილურს რომ დავხედავდი იმ იმედით,რომ შენი ერთი მესიჯი მაინც დამხვდებოდა,მაგრამ იქაც სიცარიელე სუფევდა.ახლა აღარ ვდებ ტელეფონს ბალიშის ქვეშ და ვიღაცისგან მოსულ მესიჯსაც ისევე გულგრილად ვხსნი,როგორც სოფლიდან ჩამოსულ სტუმრებს ვხვდები ხოლმე.

ერთხელ მეგობარმა მკითხა ,რომ შეგეძლოს გონებიდან წაშლიდიო?არა ,არ წაგშლიდი.როგორ უნდა წაშალო ის,რადაც ცხოვრება გიღირდა?! ყველაზე ძვირფასი მომენტები და განცდები…

ვხვდებოდი,რომ ყველაში გეძებდი,მაგრამ ვერ გპოულობდი … ამიტომ შემზიზღდა ადამიანები,ჩავიკეტე ჩემს თავში და დავიწყე დღეების დათვლა,თითქოს ციხეში ვიყავი და გასვლას ვჩქარობდი.შემზიზღდა ყველა ის ადგილი,მოგონებებში რომ მიფათურებდა ხელებს და გულს მიკუმშავდა,ჰოდა მეც ვიჯექი სახლში მთელი დღეები უხმოდ,უემოციოდ.

ახლა თითქოს ყველაფერი თავის ადგილზეა,მაგრამ მე ხომ მკვდარი ვარ.ბედნიერების უნარდაკარგული,ცარიელი,უემოციო…არა,არ იფიქრო რომ მიყვარხარ,ეს თვითმკვლელობა იქნებოდა ჩემი მხრიდან.მე უბრალოდ მენატრები შენ, "ჩვენ” ,ის, რაც იყო.ახლა აღარ არსებობ,მხოლოდ მოგონებებში მეგულები და იქ მიყვარხარ.ჰო,მოგონებებში მიყვარხარ და არა აქ.

სიყვარულიც არ ყოფილა მარადიული…თავად მარადისობაც  არაა მარადიული,თუკი არსებობს საერთოდ.

"არსებობს უფსკრულები,რომელთა გადალახვა სიყვარულს არ შეუძლია,იგი იქ უნდა დაიმარხოს”-მართალი ყოფილა ბალზაკი,ამას რომ წერდა.მეც დავმარხე უფსკრულში ჩავარდნილი ჩვენი სიყვარული,მოგონებებში დავმარხე.

ახლა კი ფანჯრიდან ვიყურები,გარეთ წვიმს და ისევ შენს ლანდს ვხედავ წერილს რომ მიტოვებს ფოთლებში.როგორ მინდა ჩამოვიდე და დამხვდე,როგორ…

კატეგორია: მოთხრობა | ნანახია: 875 | დაამატა: maklikli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
?????? *:
Email:
???? *:
ძებნა
გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 84
Block title
Block content
Ôîðìà âõîäà
Ìèíè-÷àò

Äëÿ äîáàâëåíèÿ ñîîáùåíèÿ àâòîðèçóéòåñü.