მინი-ჩეთი

Äëÿ äîáàâëåíèÿ ñîîáùåíèÿ àâòîðèçóéòåñü.
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 84
სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2013 » ივნისი » 1 » რაღაცნაირი ნათქვამები
6:17 PM
რაღაცნაირი ნათქვამები

ჩემს წინ გადაშლილ ორ თეთრ ფურცელს ვხედავ,ჯერ კიდევ შეუვსებელს გრძნობებით,რომელთაც სიტყვების მილიონი კომბინაციაც ვერ გამოხატავს ბოლომდე.


რა უღონოა სიტყვა ზოგჯერ…მაგრამ ჯიქურ ვცდილობთ წარმოვთქვათ მანამ,სანამ გაცვეთილი ყბები უკანასკნელად არ აამოძრავებს ჟანგიან სახსარს და იქვე ააფეთქებს ყველა ასოს,გაფანტავს უიმედოდ და მერე სიჩუმე ისადგუებს სამარადისოდ.


ნეტავ სიჩუმე გვესმოდეს.სიჩუმეს არ სჭირდება კომბინაცია.მაგრამ იმდენად მივეჩვიეთ უღონო სიტყვებს,რომ აღარ გვესმის უსიტყვობის სიმშვიდე.


თეთრი ფურცელი ნელ-ნელა ივსება უღონო ასოებით.


ჩემს ხელს ვხედავ .მზე ფანჯრიდან იჭრება ,ფარდის მაქმანებიდან იღვრება და კანზე იხატება ლამაზ შუქ-ჩრდილებად.ფურცლის გასწვრივ  პაწაწინა მტვრის ნაწილაკები მოძრაობენ მოუსვენარი ბავშვებივით,თვალს ვაყოლებ და ფანჯრის მიღმა მდგარ ახლადაყვავებულ ბლის ხეზე ჩერდება შთაგონებული მზერა.


საიდან გაჩნდა სიცოცხლე ამ ხის კვირტებში,მტვრის ნაწილაკებში,უღონო სიტყვებში,ან ჩემში? ან სად ქრება ასე უკვალოდ?


ღმერთია სიცოცხლე  თუ სიცოცხლეა ღმერთი?



კატეგორია: მოთხრობა | ნანახია: 828 | დაამატა: maklikli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
?????? *:
Email:
???? *:
ძებნა
გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 84
Block title
Block content
Ôîðìà âõîäà
Ìèíè-÷àò

Äëÿ äîáàâëåíèÿ ñîîáùåíèÿ àâòîðèçóéòåñü.