მინი-ჩეთი

Äëÿ äîáàâëåíèÿ ñîîáùåíèÿ àâòîðèçóéòåñü.
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 84
სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2013 » სექტემბერი » 27 » saswori daxasiateba
5:56 PM
saswori daxasiateba
ნიშნის ზოგადი დახასიათება

სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები, პლანეტა ვენერას გავლენის ქვეშ იმყოფებიან, რაც მათ ხასიათში თანდაყოლილ დიპლომატიის უანრს, ჰარმონიის და სილამაზის სიყვარულს განაპირობებს. სასწორების უმრავლესობა, როგორც გარეგნობით ისე ხასიათით, სასიამოვნო და კომუნიკაბელური ხალხია. ორივე სქესის სასწორებს, ძალიან უყვართ კამათი, შესაბამისად მათთვის უცხო არ არის სხვადასხვა სახის დისკუსიებსა და პოლემიკებში მონაწილეობის მიღების სიყვარული, თუმცა ასეთ შემთხვევაში, როგრც წესი სასწორი არა საკუთარ, არამედ საზოგადოებაში გავრცელებულ ამა თუ იმ მოსაზრებას იცავს. ხოლო, საკუთარი აზრის ქონა, რომელიც მყარ არგუმენტებზე იქნება დაფუძნებული, როგორც წესი სასწორებს იშვიათად ახასიათებთ. ზოდიაქოს ამ ნიშნის სიმბოლოს მსგავსად, სასწორებს გამუდმებით ახასიათებთ მერყეობა და შეხედულებების ცვლა. როგორც წესი, ისინი მართალი ადამიანები არიან, თუმცა ბრძოლის უნარი, რომელიც ზოგჯერ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ხდება საჭირო, სასწორების უმრავლესობას არ გააჩნია. სასწორებს ბევრი ფიქრი უყვართ. თუ მათ, რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების წინ, ფიქრისთვის ბევრი დრო აქვთ, გამორიცხული არ არის საბოლოოდ საერთოდაც გადაიფიქრონ ამ გადაწყვეტილების მიღება. ჰარმონიის თანდაყოლილი სიყვარულის გამო, სასწორების უმრავლესობა, თავს ძალიან უბედურად გრძნობს, თუკი რაიმე მიზეზით, ქაოსურ ან ნაკლებად კომფორტულ გარემოში უწევთ არსებობა. უფრო მეტიც, მათთვის ამგავრი სიტუაცია, იმდენად აუტანელი და დამთრგუნველია, რომ ხშირად მწვავე ნერვოზული მდგომარეობის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს. მერყეობა, რომელიცზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულთა მთავარი ურაყოფითი თვისებაა, ხშირად ხდება მათ ცხოვრებაში არაერთი, სახარბიელო შანსის ხელიდან გაშვების მიზეზი, თუმცა მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილების მიღების დროს აჩქარებას, სასწორს ვერანაირი ძალა ვერ აიძულებს. მოუხედავად ერთი შეხედვით რბილი ხასიათისა, პერიოდულად სასწორს გასაოცარი სიჯიუტის გამოჩენა შეუძლია. ამასთან ერთად, რაც უფრო მეტად დააძალებთ მას რამის გაკეთებას, მით უფრო დიდი შემმართებით შეეცდება იგი ამ მოვალეობას თავი ოსტატურად აარიდოს, თუმცა ამ დროს, შესაძლოა ძალიანაც ეხალისებოდეს თქვენ მიერ მითითებული სამუშაოს შესრულება. მიზეზი ამისა, მათთვის თანდაყლილი წინააღმდეგობრიობის ძალაა. რაც უფრო მეტად აძალებენ რამეს, მით უფრო მეტად იხრება სასწორის პინა საპირისპირო მიმართულებით. ორივე სქესის სასწორებს, როგორც წესი კარგი ვიზუალური მონაცემები გააჩნიათ. პლანეტა ვენერა, რომელიცზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, თავის შვილებს, ძალზ ეხშირად აჯილდოვებს მომხიბვლელი გარეგნობით და სასიამოვნო ხმის ტემბრით. შემთხვევითი როდია, რომ მსოფლიოში ცნობილი ლამაზმანების უმრავლესობა სწორედ სასწორის ნიშნითაა დაბადებული. ნებისემიერ შემთხვევაში, გარეგნული მონაცემებით რომც არ ბრწყინავდეს, ყველა სასწორს ახასიათებს სანდომიანობა, ჩაცმის დახვეწილი სტილი და საზოგადოებაში თავის დაჭერის თანდაყოლილი უნარი. რაც მათ პროფესიული კარიერის გაკეთებაში არც თუ იშვიათად უწევთ დიდ სამსახურს. სასწორები, როგორც წესი, მოწესრიგებული მუშაკები არიან. განსაკუთრებით კარგად ახერხებენ ისინი, გუნდში ან მეწყვილესთან ერთად მუშაობას, გამომდინარე იქედან , რომ სასწორი ზოდიაქოს მეშვიდე სახლს მართავს, რომელიც თავის მხრივ, პარტნიორულ ურთიერთობებზეა პასუხისმგებელი, სასწორების უმრავლესობას გაცილებით უკეთ გამოსდის საქმიანობა, თუკი მათ გვერდით პარტნიორი ან თანამოაზრე ეგულებათ. 
კატეგორია: ზოდიაქო | ნანახია: 901 | დაამატა: maklikli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
?????? *:
Email:
???? *:
ძებნა
გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 84
Block title
Block content
Ôîðìà âõîäà
Ìèíè-÷àò

Äëÿ äîáàâëåíèÿ ñîîáùåíèÿ àâòîðèçóéòåñü.