მინი-ჩეთი

Äëÿ äîáàâëåíèÿ ñîîáùåíèÿ àâòîðèçóéòåñü.
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 84
სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2013 » ივნისი » 1 » in my time of dying საინტერესო ჩანახატები
6:32 PM
in my time of dying საინტერესო ჩანახატები

სიმსივნე გაქვსო,უემოციოდ მითხრა.

"”ნუთუ ეს სურდა ჰიპოკრატეს?!”-გავიფიქრე და გამეღიმა…

ალბათ ჰგონია რომ გიჟი ვარ,ან შოკისგან გამოწვეული ემოციის ბრალია.წარმომიდგენია, რამდენი მომაკვდავი პაციენტი იჯდა  ჩემს ადგილას და მის ცივ გამომეტყველებას შეჰყურებდა,ცდილობდა სულ პატარა იმედი მაინც დაენახა,მაგრამ ვერ ხედავდა.

წარმოდგენა…ეს ისაა,რაც ყოველთვის ყველაფერზე უკეთ გამომდიოდა.აი ახლაც წარმოვიდგენ ჩემნაირი პაციენტების ცივ სხეულებს,ძვლებს,კუბოს,მიწას,ჭიაყელებს,საფლავის ქვას წარწერით- "მეგობრებისგან საყვარელ ამას და ამას” …ამაზრზენი სარეველებიანი საფლავი,წელიწადში ერთხელ რომ აკითხავს ვინმე ახლობელი და წითელ კვერცხს უგორებს,მერე ამ კვერცხს რომელიმე სასაფლაოს ქურდი შეექცევა,ალბათ.

ამ მომენტსაც წარმოვიდგენდი ხშირად.მომენტს,როცა სიკვდილთან ისე ახლოს ვიქნებოდი,როგორც არასდროს,და, ეს მომენტიც დადგა.

არაფერს არ ვგრძნობდი,არც იმედგაცრუებას,არც  ტკივილს,არც სინანულს,უბრალოდ ავდექი და წამოვედი.ერთადერთი, რაც  მთელი ჩემი არსებით  მინდოდა, იყო ფიქრი.

გაქრნენ ადამიანები,გაქრნენ გრძნობები,გაქრა სამყარო,გალაქტიკა,მიზნები,რომლებიც არც კი ვიცი მქონდა თუ არა..დარჩა სიცარიელე,რომელიც ასეთი სავსე არასდროს ყოფილა.სავსე სიახლით,ცვლილებით,სიკვდილით…

დავდიოდი ნაწვიმარ ასფალტზე და ვფიქრობდი ყველაფერზე,რაზეც შეიძლებოდა მეფიქრა,ვიხსენებდი ყველა ახდენად ოცნებას,მომენტებს,წამებს,ადამიანებს და გული მწყდებოდა წარსულზე.ჩვეულებრივ,ასეთ დროს მომავალზე წყდებათ გული,რადგან ეს უკანასკნელი წართმეული აქვთ,მე კი..მე წარსულზე.იმაზე,რაც უკვე მოხდა და აღარ განმეორდება.ჩემი მომავალი წარსულშია,სამუდასმოდ…

"გამარჯობა დე,იცი მე სიმსივნე მაქვს და მალე მოვკვდები” -ამის თქმას მერჩივნა იმ წამსვე მოვმკვდარიყავი,ჰოდა მეც გავჩუმდი.გადავწყვიტე საიდუმლოდ შემენახა ჩემშივე და შევინახე,ბოლო წამამდე.

არ მეგონა სიკვდილთან სიახლოვე ასე თუ ცვლიდა ადამიანს.მე ყოველთვის ვხედავდი სილამაზეს,ყოველთვის მაკვირვებდა შემოდგომა,წყნარი მუსიკა,ხელოვნება,მაგრამ ახლა უფრო მძაფრად შევიგრძნობდი ყოველ წამს,ყოველ ადამიანს,ყოველ ამოსუნთქვას.მე ვკვდებოდი ფიზიკურად,თუმცა ჩემი სული დიდი ხნის გარდაცვლილი იყო.მახსოვს ,როგორ ვრცელდებოდა ნელ-ნელა მეტასტაზები სულში,მერე ბოლომდე გამოღრღნა და ერთ დღესაც გავიღვიძე უსულოდ.

კატეგორია: მოთხრობა | ნანახია: 883 | დაამატა: maklikli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
?????? *:
Email:
???? *:
ძებნა
გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 84
Block title
Block content
Ôîðìà âõîäà
Ìèíè-÷àò

Äëÿ äîáàâëåíèÿ ñîîáùåíèÿ àâòîðèçóéòåñü.