მინი-ჩეთი

Äëÿ äîáàâëåíèÿ ñîîáùåíèÿ àâòîðèçóéòåñü.
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 84
სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 5 » leqsi ლექსი
5:01 PM
leqsi ლექსი
მე ის სევდიანი წამიც მიყვარს,
ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს,
მინდა ერთი ლექსი დაგიტოვო 
და დღეს ჩემი თავი მოგაგონდეს.
თუ რა ძლიერია ჩემი გრძნობა,
როგორ გამაწამა სიმარტოვემ,
ისევ უშენობის სევდა მოაქვთ
ხეებს,რომლებიც ჩვენ მივატოვეთ.
ო,რა მონდომებით ვამზადებდი
შენთვის ფერად–ფერად მისალოცებს,
ნეტა მაშინდელი სიხარული
შენში ვარსკვლავივით კიაფობდეს. 
ახლაც ისევ ისე მენატრები
და არც მიეცემი დავიწყებას,
მარტო ეს ლექსები წაიკითხე
და არ დამჭირდება დაფიცება.
ვიცი ახლა სულ სხვას ეფერები,
არც მე დამკლებია სიყვარული,
მაგრამ არასოდეს მომასვენებს,
შენთან განშორების სინანული.
შენი მონატრება ტკივილია,
თურმე ასე არვინ მყვარებია,
ჩემი ნაღველიც და სიხარულიც
შენი გახსენების წამებია...
  *             *               *



მე,შენ,დამანახე
სამყარო სხვა თვალით,
შენ მე წამაკითხე
ცხოვრების ანბანი,
მე,შენ,მაგრძნობინე
რას ნიშნავს ზღაპარი 
როცა სიუჟეტში გრძნობაა მთავარი.
ჩვენ ერთად განვიცადეთ
ლამაზი ფერები,
ჩვენ ერთად შევიგრძენით
სხვადასვა ბგერები,
მე შენთან დამავიწყდა
რას ნიშნავს შიში
სიცოცხლეში პირველად
გამხადე გმირი.
ჩვენ ერთად შევისწავლეთ
გრძნობების ენა,
მე შენში ჩავიძირე
და ავწვდი მწვერვალს.
ჩვენ ერთად შევძელით
გვეპოვა ხიდი,
რომელიც უკვდავი
გრძნობისკენ მიდის.

     *               *              *



კატეგორია: ლექსი | ნანახია: 895 | დაამატა: maklikli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
?????? *:
Email:
???? *:
ძებნა
გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 84
Block title
Block content
Ôîðìà âõîäà
Ìèíè-÷àò

Äëÿ äîáàâëåíèÿ ñîîáùåíèÿ àâòîðèçóéòåñü.