მინი-ჩეთი

Äëÿ äîáàâëåíèÿ ñîîáùåíèÿ àâòîðèçóéòåñü.
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 84
სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 25 » ლურჯა ცხენები გალაკტიონი
6:08 PM
ლურჯა ცხენები გალაკტიონი

როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი, 

ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში! 

არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი, 

ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე. 

მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში 

სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა! 

ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში, 

წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია. 

შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით 

უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან! 

სიზმარიან ჩვენებით - ჩემი ლურჯა ცხენებით 

ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან! 

იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება: 

ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში; 

გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება, 

ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში. 

ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი, 

ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები! 

ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია! 

ახლა კი სამარეა შენი განსასვენები! 

რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის, შენს სახელს? 

ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ დაიჯერებს? 

ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში, 

სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს! 

მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა: 

მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება! 

შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით 

უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება.



მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში, 

ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები, 

როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი, 

ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!.

კატეგორია: ლექსი | ნანახია: 828 | დაამატა: maklikli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
?????? *:
Email:
???? *:
ძებნა
გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 84
Block title
Block content
Ôîðìà âõîäà
Ìèíè-÷àò

Äëÿ äîáàâëåíèÿ ñîîáùåíèÿ àâòîðèçóéòåñü.