1.სხვა შეგიყვარდება? შენ ნუ დაფიქრდები იბედნიერე და მსხვერპლი მე ვიქნები... 2.მიყვარს როცა პატარა ბავშვებს ვეუბნები ”მაჩვენე როგორ მიყვარხარ”და ისინი მთელი ძალით გეხუტებიან 3.ვერავითარი თვალთმაქცობით ვერ დამალავ სიყვარულს, იქ სადაც არის და ვერ გამოაჩენ, სადაც არ არის. 4.შენი ფერია ჩემი სამყარო, შენით ვარსებობ ბოლო წუთამდე. შენი ფერია ჩემი სიცოცხლე სულის სულ ბოლო ამოსუნთქვამდე 5.იყო ბედნიერი წუთები,მაგრამ ყველაფერი დამთავრდა,ალბათ ჩემს სიყვარულს ცაში ანგელოზი არ ჰყავდა 6.ცხოვრებას რომ გაურბიხარ სჯობს,შემოუბრუნდე და თვალებში ჩახედო… ერთხელ მაინც იკითხე,რატომ მოგდევს.. 7... ქალი..?! ან უნდა გააღმერთო, ან უნდა მიატოვო, სხვა დანნარჩენი სისულელეა... მამაკაცი..?! - ღმერთია, მაგრამ ეს ღმერთი ყოველთვის ქალის ფეხებთან ზის! 8.მე აგამაღლე იმ სიმაღლემდე ბოლოს მე თვითონ ვეღარ შემოგწვდი.. 9."საკუთარი თავის გასამართლება უფრო ძნელია,ვიდრე სხვების.თუ შესძლებ,სწორი მსჯავრი დასდო შენს თავს,ნამდვილი ბრძენი იქნები." 10.გულს ვერ უბრძანებო, რომ ამბობენ, მე არ მჯერა. უბრძანებ კიდევაც და მეტსაც უზამ: რასაც გინდა, იმას დააჯერებ, საითაც გინდა, იქეთ გადაჰქაჩავ. რა სიყვარულსაც შეაპარებ, იმას შეიწოვს. გულს ერთადერთი შეუძლია - მერე განანოს! 11.ნუ გაუყვები ბილიკს...იარე იმ გზით,რომელიც გაკვალული არ არის და დატოვე მხოლოდ შენი კვალი... ! 12.მინდა მტკიოდე ,ცოტათი...და არა როგორც ეხლა- უსაშველოდ, ... მინდა ვიფიქრო შენზე...გაგიხსენო...ხანდახან ...ხანდახან და არა როგორც ეხლა -ყოველ წუთს... მინდა მენატრებოდე-ოდნავ ... არა როგორც ეხლა-უღმერთოდ 13."ქალი რაც უფრო ლამაზია, მით უფრო პატიოსანი უნდა იყოს, რადგან მხოლოდ პატიოსნებით გაუწევს წინააღმდეგობას იმ ზიანს, რისი მოტანაც შეუძლია მის სილამაზეს."