მინი-ჩეთი

Äëÿ äîáàâëåíèÿ ñîîáùåíèÿ àâòîðèçóéòåñü.
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 84
სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2013 » სექტემბერი » 27 » tevzebi daxasiateba
5:48 PM
tevzebi daxasiateba
ნიშნის ზოგადი დახასიათება

თევზები ზოდიაქოს ბოლო ნიშანია. აქედან გამომდინარე, ნუ გაგაკვირვებთ ის ფაქტი, თუ ამ ადამიანების ხასიათში წინამორბედი თერთმეტი ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელ ამა თუ იმ თვისებას აღმოაჩენთ. პლანეტა ნეპტუნის გავლენაში მოქცეული ეს ადამიანები, გარდასახვის საოცარი უნარით და უძლიერესი ინტუიციით დააჯილდოვა ბუნებამ. თუმცა სწორედ ნეპტუნის ბუნდოვანი ენერგეტიკა განაპირობებს იმას, რომ მათ უმრავლესობას ხშირად გამოგონილ სამყაროში ურჩევნია ცხოვრება, ვიდრე რეალურ ყოველდღიურობაში.   თევზების ზოდიაქოს ნიშნის სიმბოლო ორი, საპირისპირო მიმართულებით მცურავი თევზია, რომელიც ბედის ირონიით ერთმანეთზეა გადაბმული. აქედან გამომდინარე, ის თუ როგორი იქნება მისი ცხოვრების დინება - აღმავალი თუ დაღმავალი, მთლიანად თევზზეა დამოკიდებული. თევზების ზოდიაქო, ჰოროსკოპის მეთორმეტე სახლს განაგებს, რომელსაც ასტროლოგები ფარული მტრების, აკრძალვებისა და იზოლაციის სახლსაც ეძახიან. აქედან გამომდინარე, თანდაყოლილი თანაგრძნობის უნარის და გულმოწყალეობის გამო, ზოდოაქოს ამ ნიშნით დაბადებულთა შორის ძალიან ბევრი მოწყალების და, ფსიქოლოგი ან ღვთისმსახური გვხვდება. კიდევ ერთი გამოკვეთილი თვისების, გარდასახვის უნარის წყალობით კი ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმოამდგენლებს, არანაკლები წარმატებით შეუძლიათ სამსახიობო ან მუსიკალური კარიერის გაკეთება. ორივე სქესი თევზები, სპეციფიური გარეგნობით და დამახასიათებელი ქცევის მანერით გამოირჩევიან. მათ უმრავლესობას, როგორც წესი „თევზური" გამომეტყველება, განიერი ჭრილის მქონე, ღია ფერის, ოდნავ გადმოკარკლული თვალები ( შავთვალება და შავგვრემანი თევზები იშვიათობას წარმოადგენენ), ფლეგმატური გამომეტყველება და სახის ბუნდოვანი ნაკვთები აქვს. კიდევ ერთი ძირითადი მახასიათებელი, რომლის მიხედვითაც თევზების ზოდიაქოს წარმომადგენელს ადვილად იცნობთ, მომცრო ზომის, ლამაზი ხელ-ფეხია. თევზები ბევრ სასმელს მიირთმევენ და ზოგადად, უყვართ წყალი. თუმცა, სამწუხაროდ ბევრი მათგანი წყლის სტიქიის ასეთი სიყვარულის გამო, ხშირად ალკოჰოლდამოკიდებულიც ხდება. აქედან გამომდინარე, მათ მაქსიმალურად უნდა აკონტროლონ სასმელის მიმართ გადამეტებული სიყვარული და თავს უკიდურესობებში გადავარდნის უფლება არასოდეს მისცენ. რბილი ხასიათის და მორიდებული ბუნების გამო, ბევრი თევზი საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობების რეალიზებას ხშირად ვერ ახერხებს ცხოვრებაში. ან თუ ახერხებს ნაწილობრივ. არცთუ იშვიათად, თევზებს მათზე გაცილებით უფრო ძლიერი ნებისყოფის მქონე, პრინციპული ადამიანების თანადგომა და დახმარება ესაჭიროებათ საიმისოდ, რომ საკუთარი რესურები სწორად გამოიყენონ პროფესიული კუთხით. თუმცა თუკი ისინი მაინც ახერხებენ ამ შესაძლებლობების გამოყენებას, ბევრი მათგანი საბოლოოდ იღებს გადაწყვეტილებას დინების საწინააღმდეგოდ გასაცურად იპოვოს ძალა საკუთარ თავში. სიყვარულში თევზები რბილი, მოსიყვარულე და უპრეტენზიო პარტნიორები არიან. თუმცა თვისება პრობლემების გაჩენისთანავე თავს, ბოთლთან მეგობრობით ან ილუზიებით უშველონ მათ პარტნიორს ხშირად დააყენებს რთული დილემის წინაშე. ისინი, როგორც წესი მათზე გაცილებით უფრო პრინციპული და ძლიერი ადამიანების ყურადღებას იქცევენ, რაც ხშირად ხდება იმის მიზეზი, რომ თევზმა თავი ოჯახური ურთიერთობების მსხვერპლად მიიჩნიოს. თუმცა სამართლიანი იქნებოდა აქვე ისიც აღგვენიშნა, რომ ნებისყოფის დაძაბვის შედეგად, მათ მშვენივრად შეუძლიათ ნებისმიერისთვის იმის დამტკიცება, რომ ცხოვრებაში დინების საწინააღმდეგოდ შეუძლიათ ცურვა.
კატეგორია: ზოდიაქო | ნანახია: 862 | დაამატა: maklikli | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
?????? *:
Email:
???? *:
ძებნა
გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 84
Block title
Block content
Ôîðìà âõîäà
Ìèíè-÷àò

Äëÿ äîáàâëåíèÿ ñîîáùåíèÿ àâòîðèçóéòåñü.